სიახლეები

tamarioni image

დედამიწის დღესთან დაკავშირებით „თამარიონში“ კონფერენცია გაიმართა 

25 April 2022


 დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა „თამარიონის“ სააქტო დარბაზში კონფერენცია სახელწოდებით „დედამიწის გლობალური პრობლემები“ გაიმართა. 

კონფერენციას გეოგრაფიიის პედაგოგი ნინო წამალაშვილი ხელმძღვანელობდა 

კონფერენციაზე XI კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწის  გლობალურ - ეკოლოგიურ, პოლიტიკურ   და სოციალურ პრობლემებზე,  ყურადღება გაამახვილეს  პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებზე. მოსწავლეებმა კონფერენციაზე  განიხილეს თემა: „მშვიდობა და განიარაღება“, რომელიც წინა პლანზე XXI საუკუნეში გადმოიწია. 

„მეცნიერთა ვარაუდით ომის შედეგი იქნება - „ბირთვული ზამთარი“, რომლითაც საფრთხე შეექმნება ადამიანების სიცოცხლეს“ - აღნიშნა ნინი გოცაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. ყოველი წლის 22 აპრილს 174 ქვეყნის 17000-მდე ორგანიზაცია აღნიშნავს ამ დღეს.

იხილეთ ფოტოები: 

 

 

                                 

Copyright © 2016. "თამარიონი"