სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ საგანგებო სიტუაციების შესახებ ტრენინგი ჩატარდა 

26 April 2022


სკოლა „თამარიონში“ საგანგებო სიტუაციებისა და მისი მართვის შესახებ ტრენინგ-სემინარი გაიმართა. 

შეხვედრას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გიგა გუგუტიშვილი უძღვებოდა. 

შეხვედრა რამდენი ძირეულ საკითხს შეეხებოდა და ტრენერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: სახანძრო უსაფრთხოება, საგანგებო სიტუაციების მართვა და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა. 

ტრენინგს მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა სიმულაციური აქტივობები და იმიტირებული საევაკუაციო ღონისძიება. 

იხიილეთ ფოტოები: 

Copyright © 2016. "თამარიონი"