სკოლის მისია და რეგისტრაციის წესები
მისია და მიზნები
სკოლა „თამარიონი" მოწოდებულია შექმნას ისეთი სასკოლო გარემო, სადაც მოზარდები მიიღებენ ხარისხიან განათლებას, ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს.
მიზნობრივი აღზრდა
სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდების პიროვნულ ზრდას, რათა გახდნენ ტოლერანტული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, რომლებიც შეძლებენ წარმატებულ თვითრეალიზაციას.
განხორციელების სისტემა
სკოლა ქმნის თანამედროვე სისტემას განათლებისა და მართვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ახორციელებს მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების რეჟიმში.
განვითარებისა და სრულყოფის რეჟიმი
სკოლა მუდმივად იმართება და ახლდება, რათა შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები და ახლებური მიდგომები სასწავლო პროცესში.
მოსწავლეთა მიღება
პირველ კლასში რეგისტრაციის წესები
პირველ კლასში მოსწავლეები მიიღებიან სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრებისა და სასკოლო მზაობის ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკური ტესტის შედეგების გათვალისწინებით.
პირველ კლასში მოსწავლეთა ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
1. მშობლის განცხადება
2. დაბადების მოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);
3. ორი ფოტოსურათი (3X4);
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;
უფროსკლასელთა რეგისტრაციის წესები
მაღალ კლასებში მსურველები ჩაირიცხებიან გასაუბრებისა და ცალკეულ საგნებში ტესტირების შედეგების მიხედვით. თავისუფალი ადგილის არარსებობისას, მოსწავლეები განთავსდებიან სარეზერვო სიაში. ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია მსურველს მიაწვდის ინფორმაციას.
II-XII კლასებში მოსწავლეთა ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
1. განცხადება
2. მოსწავლის პირადი საქმე (სკოლის ბეჭდით დამოწმებული);
3. დაბადებისმოწმობა (დედანი და ნოტარიალური ასლი);
4. ბრძანების ამონაწერი, მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვის თაობაზე;
გადასახადი
2025-2026 სასწავლო წელს, სკოლის I-II კლასებში, სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს 4500 (ოთხიათას ხუთას) ლარს. სწავლის ხანგრძლივობა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
III-XII კლასებში 4000 (ოთხიათას ) ლარს. სწავლის ხანგრძლივობა 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე; XII კლასში სააბიტურიენტო საგნების გაძლიერებული სწავლება.
მშობელს საშუალება აქვს სწავლის ღირებულება გადაიხადოს ყოველთვიური გადახდის პრინციპით. შეღავათი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა სამი, ან სამზე მეტი შვილი ერთდროულად დადის ჩვენს სკოლაში (მესამე შვილი სრულად თავისუფლდება გადასახადისაგან).
სიახლეები

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე “თამარიონში“
სკოლა „თამარიონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების: ნინო განდელიძის, ნონა ჭიკაძის, ნატო ცერცვაძის და შორენა გავაშელიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, მეხუთე და მეექვსე კლასელებმა, ასევე დაწყებითი

ილია ჭავჭავაძის კვირეული „თამარიონში“
“თამარიონში” გაიმართა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებული თემატური კვირეული – ღონისძიებათა ციკლი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის იდეალების გაცნობასა და

„თამარიონში“ გამოფენა „პროფესიის მიღმა“ გაიმართა
სკოლა „თამარიონში“ გაიმართა დაწყებითი კლასების პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „პროფესიის მიღმა“. გამოფენის მიზანი იყო, დაენახა ყველას ის მრავალმხრივი ნიჭი, შემოქმედება და ინტერესები, რომლებიც მასწავლებლების პროფესიულ